რამდენიმედღიანი დახურული კონსულტაცია ოპოზიციის შიგნით და პირველი შეხვედრა "ქართული ოცნების" თავმჯდომარესთან. როგორ უნდა განიმუხტოს ფეთქებადსაშიში ვითარება ქვეყანაში და დაიძლიოს პოლიტიკური კრიზისი. ხელისუფლების ოპონენტები არ აკონკრეტებენ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პარალელურად, შედგა თუ არა დიალოგი ირაკლი კობახიძესთან ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის განსამუხტად.
თუმცა ოპოზიცის შიგნით უკვე განიხილეს და შეთანხმდნენ იმ გეგმაზე, რომელსაც "ოცნების" ოპონენტები ხელისუფლებას იმ შემთხვევაში დაუპირიპირებენ, თუ ქვეყანა პოლიტიკური დაჭერების ტალღამ მოიცვა. დიდი მოლოდინი არ აქვთ, თუმცა ოპოზიციის ნაწილი ხვალ ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტთან შესახვედრად მიდის, რომელიც ეროვნული შერიგების პროცესის დაწყებას აანონსებს.