"ოცნების" ახალი სამიზნე "ემპათია" ხდება | თავდასხმა სკანდალური დასკვნის გამოქვეყნებამდე

გამოქვეყნდა:

სწორედ კრიტიკული და ხისტი შეფასებების გამო, ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ცენტრი "ემპათია" ხდება. "ქართულმა ოცნებამ" სახელისუფლებო კონტროლს მიღმა მყოფი ორგანიზაციის შტურმი ჯერ კიდევ სკანდალური დასკვნის გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყო.

მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტის სრული შინაარსი ჯერ-ჯერობით უცნობია, მმართველი გუნდი დასკვნას გაყალბებულს უკვე უწოდებს და ცენტრ "ემპათიის" დისკრედიტაციას ხელისუფლების პოლიტიკურ არსენალში არსებული ყველა მეთოდით ახორცილებეს.

"ოცნების" წევრების შეფასებებიდან კარგად იკითხება, რომ მმართველი გუნდი წყობიდან მესამე პრეზიდენტის ფარმაკოლოგიური წამების შესახებ ღია განცხადებებმა გამოიყვანა. მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ ნებისმიერი თავდასხმა ალტერნატიული კომისიის წევრებზე მედიკოსებზე ზეწოლაა და ის მზადაა, საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით განმარტოს, რას ნიშნავს, როდესაც პაციენტს ანტიშიზოფრენიულ მედიკამენტს ჩვენების მიუხედავად უნიშნავენ.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი