ამერიკაში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება - სიეტლში შეიარაღებულმა მამაკაცმა აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნა

გამოქვეყნდა:

შეერთებულ შტატებში რასიზმის წინააღმდეგ გამოსვლები ამ დრომდე გრძელდება. აქციის მონაწილეებმა რამდენიმე შტატში ხელისუფლების პოზიცია მშვიდობიანი მსვლელობით გააპროტესტეს.

მცირე ინციდენტი მოხდა სიეტლში, სადაც შეიარაღებული მამაკაცმა აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნა, დაჭრილია ერთი ადამიანი. პოლიციამ დამნაშავე შემთხვევის ადგილზე დააკავა.

პროტესტის მონაწილეების მოთხოვნა ნაწილობრივ გაითვალისწინეს თეთრ სახლში და რამდენიმე შტატში კომენდანტის საათი გააუქმეს, ვაშინგტონიდან გაყვანილია ეროვნული გვარდიაც.

უკვე ორი კვირაა, ამერიკის მოსახლეობა ხელისუფლებისგან აფრო-ამერიკელი მოქალაქის ჯორჯ ფლოიდის მკვლელების უმკაცრეს დასჯასა და ძალოვანი სტრუქტურის რეფორმების გატარებას მოითხოვს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი