"ჩხიკვაძეს ფატალური ავარია მოუვიდა, მას შემდეგ პროკურატურას ყურებით უჭირავს" - უგულავა მოსამართლეზე

გამოქვეყნდა:

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა Facebook-ზე ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესს ეხმაურება. წერს, რომ საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე სწორედ ის მოსამართლე იყო, რომელმაც 2016 წელს გიგი უგულავას საქმეზე განაჩენი გამოიტანა.

უგულავა წერს, რომ მაშინ როცა გიგი უგულავას პროცესი მიდიოდა, ჩხიკვაძეს ავარია მოუვიდა, რის შემდეგაც ის, უგულავას თქმით, "პროკურატურას ყურებით უჭირავს".

"ამას წინ ოცნების ყოფილმა მაღალჩინოსანმა მითხრა - შენ რომ საკონსტიტუციო მოიგე და ერთი დღით გამოხვედი ციხიდანო პირველ დღეს ივანიშვილმა გვითხრა - მერე რა, ხომ ხედავ სასამართლო დამოუკიდებელიაო. მეორე დღეს, დილიდან, არმაგედონი მოგვიწყო და დაგვავალა, რომ უგულავა ერთ დღეში დაიჭირეთო, თორემ თავებს გაგაყრევინებთო. ასეც მოხდა. მე 23 საათში დამიჭირეს. ეს "დამოუკიდებელი" მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე იყო, ვინც დღეს ნიკა გვარამიას ასამართლებს და თავის თავზე მესამე პირში საუბრობდა.

ჯერ კიდევ ჩემი პროცესი მიდიოდა, როცა ლაშა ჩხიკვაძეს რუსთავის გზატკეცილზე ფატალური ავარია მოუვიდა. მას შემდეგ ბოლომდე წახდა ეს კაცი. პროკურატურას ყურებით უჭირავს

დღესაც, მოსამართლე ჩხიკვაძის ბავშვობის ძმაკაცი წარმოადგენს ნიკა გვარამიას მოდავე მხარეს რუსთავი 2-ს. აცილებაზე ჩხიკვაძემ მხრები აიჩეჩა რა მოხდაო. აბა რაღაა აცილების სადუძველი?! ალბათ ახლაც აჩქარებენ ჩხიკვაძეს საქმის დასრულებას. ალბათ ახლაც დაწერილი აქვს უკვე მსჯავრი.

მიდით ბატონო ლაშა იჩქარეთ, საცივი, ძმაკაცი და საახალწლო პრემია გელოდებათ. ოღონდ მერე არ თქვათ რომ ჩვენ ვუტეხთ სახელს სასამართლოს. დღეს მკვდარი სამართალი კიდევ ერთხელ მოკალით. ჩვენი სასამართლო თქვენნაირების ხელში უკვე გვამია, ხოლო თქვენ რიგითი გვამის შემბილწველი",-წერს გიგი უგულავა.

ცნობისთვის,  "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, პროკურატურა "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურეობრივი მდგომარეობით გამოყენებას ედავება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი