
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, ხვალ, 16 დეკემბერს პრეზიდენტის მიერ გამართულ საახალწლო მიღებას "ნაციონალური მოძრაობა" არ დაესწრება. მისი თქმით, ზურაბიშვილს შეხვდება მხოლოდ მაშინ, როცა მის მიერვე წამოყენებულ ინიციატივას განიხილავენ.
"მადლობა მათ მოპატიჟებისთვის, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ტიპის ღონისძიებაში მონაწილეობას არ მივიღებთ. მივიღებთ მას შემდეგ, როცა შეხვედრა გაიმართება იმ საკითხთან დაკავშირებთ, რაზეც ქალბატონმა ზურაბიშვილმა ისაუბრა რამდენიმე დღის წინ",- თქვა ნიკა მელიამ.
16 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ორბელიანის სასახლეში საახალწლო მიღებას გამართავს. მიღებას არ დაესწრებიან არც ლელოს ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.