დაჭრა წეროვანში - "მთავარი არხის" ვებგვერდისთვის ცნობილი ხდება, რომ დაჭრილი სამი პირიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, კონფლიქტი მეზობლებს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაიწყო, შემდეგ კი სროლაში გადაიზარდა, რის შედეგადაც 3 პირი ჩაცხრილეს.
ადგილზე ამ წუთებში სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
შსს-მ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.
იხილეთ ასევე: