შეძლებს თუ არა "ოცნება" ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას - სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული

გამოქვეყნდა:

ჩხოროწყუს საკრებულოში დღეს, 12:00 საათზე, მესამე სხდომა გაიმართება, სადაც "ქართული ოცნება" კიდევ ერთხელ შეეცდება, თავმჯდომარედ საკუთარი კანდიდატი აირჩიოს.

"ნაციონალური მოძრაობა" სხდომას ამჯერადაც პროტესტის ნიშნად არ დაესწრება. სხდომის ჩასატარებლად კვორუმის მიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ მას პარტია "საქართველოსთვის" წევრები დაესწრებიან. ჯერჯერობით უცნობია, დაუჭერენ თუ არა ისინი მხარს მმართველი გუნდის კანდიდატს, ჯუმბერ იზორიას.

"არის თუ არა "ქართულ ოცნებასა" და გახარიას გუნდს შორის შეთანხმება, ეს გამოჩნდება დღის მეორე ნახევარში. მე ვურჩევდი გახარიას და მის გუნდს ჩხოროწყუში, რომ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და იმ ოპოზიციურად განწყობილი ჩხოროწყუელების ხმებით მანიპულირებას დაანებოს თავი", - თქვა ენმ-ს წევრმა, რამაზ გულიამ. 

ჩხოროწყუს მერი, გიორგი ხარჩილავა ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" შანტაჟის და მუქარის მეთოდით უნდა, დამარცხებულ რეგიონებშიც გამარჯვება გაიფორმოს.

ავტორი: ემა გოგოხია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი