
"ჩვენ ხელახლა დავადასტურეთ სრული მზაობა, რომ ვიმუშავებთ ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით, რასაც ჩვენი ხალხების მტკიცე ნება ამყარებს" - ამის შესახებ ნათქვამია ასოცირებული ტრიოს - საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მეთაურების ერთობლივ განცხადებაშია, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტის შემდეგ გავრცელდა.
ასოცირებული ტრიო ევროკავშირს მოუწოდებს, რომ მხარი დაუჭიროს ევროინტეგრაციის მიმართულებით მათ მიერ გადადგმულ ყველა შესაბამის ნაბიჯს და აღიაროს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროპული პერსპექტივა.
"მოვუწოდებთ ევროკავშირს, მხარი დაუჭიროს ჩვენი სახელმწიფოების სუვერენულ არჩევანს, ევროინტეგრაციის მიმართულებით ჩვენს მიერ გადადგმულ ყველა შესაბამის ნაბიჯს და აღიაროს საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის ევროპული პერსპექტივა", - აღნიშნულია ასოცირებული ტრიოს ერთობლივ განცხადებაში.