
ჩხოროწყუს საკრებულოში მოვლენები საინტერესოდ ვითარდება, ჯუმბერ იზორიას კანდიდატურა დღევანდელ სხდომაზე ჩავარდა. გახარიას პარტიის შვიდივე დეპუტატმა მისი კანდიდატურა გადახაზა, მათ დღეს თავისი კანდიდატი - შოთა წურწუმია დააყენეს საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე.
წურწუმიას კანდიდატურა ერთხელ უკვე ჩავარდა პირველ სხდომაზე და დღესაც იგივე გადაწყვეტილების შემთხვევაში, პარტიას "საქართველოსთვის" კანდიდატურის დაყენების უფლება აღარ ექნება.
დღევანდელი სხდომის გახსნას ნაციონალური მოძრაობა დაესწრო, რითიც მათ კვორუმი შექმნეს, მათი სხდომაზე არშესვლის შემთხვევაში ის ვერ შედგებოდა, შესაბამისად იზორიას კანდიდატურაც ვერ ჩატარდებოდა. ამის შემდეგ ენმ-მ დარბაზი დატოვა.
დღევანდელი სხდომა კი წინა სხდომის გაგრძელება იყო და ამით ჯუმბერ იზორიას კიდევ ერთხელ ეძლეოდა საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში გასვლის საშუალება.
დღეს მოსალოდნელია, რომ "ქართული ოცნება" კვორუმის შექმნისა და შოთა წურწუმიას კანდიდატურის მეორედ ჩაგდების მიზნით სხდომაზე შევა და წურწუმიას ჩააგდებს.
ამის შემდეგ კი იზორიას კანდიდატურის დასახელების კიდევ ერთი შანსი აქვთ.
დღეს საკრებულოს სხდომა ვერ შედგა მარტვილში. აქ საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავაა დღეს კი მისი მოადგილეები და ფრაქციის თავმჯდომარეები უნდა აერჩიათ.
ავტორი: ემა გოგოხია