თელავის საკრებულოში ხელფასების ზრდაზე იმსჯელეს - ამისთვის დამატებით მილიონ 200 ათასი ლარის გამოყოფას გეგმავენ

გამოქვეყნდა:

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომა გამართა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის საკითხი ადმინისტრაციულ წარმოებაში მიიღო. დეპუტატებმა ხელფასების ზრდაზე შემდგომ განხილვებზე უნდა იმსჯელონ და შედეგი 1 იანვრამდე დაამტკიცონ.

სახელფასო ფონდს თელავის ბიუჯეტში ამ მიზნით 1 200 000 ლარი ემატება. ორმაგდება მუნიციპალიტეტის მერის ხელფასი და ის 5 063 ლარი, საკრებულოს თავმჯდომარის კი 4 ათას ლარზე მეტი იქნება. ხელფასები გაეზრდებათ სხვა საჯარო მოხელეებსაც, მათი რანგირების შესაბამისად.

დღესვე, საკრებულოს თავმჯდომარისათვის 3 მოადგილის დანიშვნასა და მათთვის თანამდებობრივ სარგოს შესახებ ცვლილებებზეც იმსჯელეს.

საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტში არსებული გამოწვევები უნდა დაძლიონ

ოპოზიცია ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს. მათი თქმით, მძიმე სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის ფონზე, იგივე თანხა სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პაკეტებს უნდა მოხმარებოდა.

რაც შეეხება საკრებულოს კომისიებს, ისინი მუშაობას დღეიდან იწყებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი