მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, თემურ ალასანია დაკითხვაზე დაიბარეს

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ინფორმაციით, მისი ბიძა თემურ ალასანია, რომელიც საქართველოში საახალწლოდ ჩამოვიდა, დაკითხვაზეა დაბარებული.

ამასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილი "ქართული ოცნების" დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და ურჩევს, თუ ვარლამ არავიძეს ბაძავს, "ბოლომდე მიბაძოს და ყველა ალასანია, სააკაშვილი და წერეთელი დაიჭიროს".

"გავიგე ბიძაჩემი თემურ ალასანია, რომელიც საახალწლოდ ჩამოვიდა საქართველოში, დაკითხვაზე დაიბარეს.

ჩემი რჩევა ივანიშვილს - თუ ბაძავ ვარლამ არავიძეს, ბარემ ბოლომდე მიბაძე და დააპატიმრე სასწრაფოდ ყველა ალასანია, ყველა სააკაშვილი, მიაყოლე ავთო წერეთელიც და მისი ადვოკატიც კახა წერეთელიც, ჩემი ნათესავებია. ყველა საქართველოში მყოფი ჰოლანდიელი, ნუ ერთი ამერიკელიც (ბიძაჩემი ხომ ამერიკის მოქალაქეა), რათა ახალი წლის სუფრაზე განსაკუთრებულად დაცულად და ბედნიერად იგრძნო თავი შენს ხიხოსტანში", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი