კარგი იქნება, მიეცეს სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ წასვლის საშუალება - გიული ალასანია შვილზე

გამოქვეყნდა:

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მესამე პრეზიდენტი დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს, უჭირს გადაადგილება, აქვს მოტორიკის დარღვევა და ვერ იკვებება სრულფასოვნად.

ალასანია ისევ ითხოვს მიხეილ სააკაშვილს სხვა ქვეყანაში მკურნალობის საშუალება მიეცეს.

"მაქვს შთაბეჭდილება, რომ აქ, ჩვენ ქვეყანაში ამას როგორც ჩანს ვერ ახერხებენ და ძალიან კარგი იქნება, რომ გავიდეს სადმე, მიეცეს საშუალება ამ ადამიანს, გავიდეს და მოთავსდეს ისეთ კლინიკაში, სადაც ამის გამოცდილება აქვთ და ყავთ პროფესიონალები შესაბამისი. 

უარყოფითი დინამიკა შეიმჩნევა ჩემი თვალით, სწორედ ამიტომაა ჩემი ეს მოთხოვნა, ამითაა გამოწვეული", - თქვა გიული ალასანიამ. 

ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილს თანაგუნდელი, თინა ბოკუჩავა ხვდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი