
ეს არ არის ოფიციალური, საქმიანი მიღება, ეს არის პატარა დისკოთეკა, თუ შეიძლება ასე ითქვას - აცხადებს რომან გოცირიძე პრეზიდენტის საახალწლო მიღებასთან დაკავშირებით.
ენმ დღევანდელ ღონისძიებას არ დაესწრება. პარტიაში აცხადებენ, რომ მონაწილეობას მხოლოდ საქმიან ფორმატში მიიღებენ.
"ესაა წვეულება, რომელსაც ატარებს პრეზიდენტი ახალ წელს, საშობაოდ, სააღდგომოდ და კიდევ რაღაც დღესასწაულთან დაკავშირებით, იმ შენობაში, რომელსაც ბოქლომი ადევს და მილიონობით ფული იხარჯება მის შენახვაზე, დაცვაზე, გათბობაზე და ა.შ. ეს არის შენობა, რომელიც დაიცალა ბიძინა ივანიშვილის ახირების გამო და წელიწადში ერთხელ ასეთი ალაფურშეტი იმართება იქ. როცა საქმიანი შეხვედრა იქნება პრეზიდენტთან, "ნაციონალური მოძრაობა" დაჯდება მასთან მოლაპარაკების მაგიდაზე სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, ჯერ საქმიანი ფორმატი და შემდეგ საახალწლო ტაშ-ფანდური”, - განაცხადა გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.