"მთავარის" ექსკლუზივი | ინტერვიუ ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმასთან

გამოქვეყნდა:

ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმის პირველი ინტერვიუ. ზურაბ ხანგოშვილი ბერლინის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე პირველად "მთავარ არხთან" საუბრობს. ამბობს, რომ მას ქართული მხარის მიერ ნაბიჯების გადადგმის იმედი და მოლოდინი არ აქვს. 

წესით საქართველო უნდა ყოფილიყო უფრო აქტიური, იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქე იყო ზელიმხანი. რა თქმა უნდა, მე საერთოდ იმედი არ მაქვს არამარტო რამე ნაბიჯის გადადგმის და სანქციებზე ლაპარაკის, არამედ ზელიმხანის სახელის ხსენების იმედი არ მაქვს. ეს ეხება რუსეთს, ჩვენ საკმარისად ვხედავთ, ბრმები არ ვართ, რა მიმართულებით მიდის ჩვენი პოლიტიკოსების, მთავრობის პოლიტიკა ხო... თუ რამე რუსეთთან შეხებაში იქნება, არაფერს არ იზამენ, არაფერს არ იტყვიან, - ამბობს ზურაბ ხანგოშვილი. 

გერმანულმა სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა და სასტიკ მკვლელობაში დამკვეთად რუსული სპეცსამსახურები დაასახელა. მკვლელობის საქმის გამოძიება უკვე გახდა დიპლომატიური სკანდალის მიზეზი - გერმანიასა და რუსეთს შორის, თუმცა მაშინ როცა გერმანია, ქვეყნიდან ხანგოშვილის მკვლელობის გამო, რუს დიპლომატებს აძევებს, საქართველოს ხელისუფლება ისევ დუმილს ინარჩუნებს. 

ცნობისთვის, ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინის პარკში ცეცხლსასროლი იარაღით 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. მეორე დღესვე დააკავეს რუსეთის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვი, რომელიც რუსეთის ფედერალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელია.

გერმანიის ხელისუფლება ხანგოშვილის მკვლელობაში სწორედ რუსეთის კვალს ხედავს, თუმცა ამას მოსკოვში უარყოფენ. 

მანამდე კი, ხანგოშვილი რუსეთში ტერორიზმის ბრალდებით იძებნებოდა. ის გერმანიაში 2015 წელს, მას შემდეგ გაეგზავრა, რაც საქართველოში მასზე მორიგი თავდასხმა განხორციელდა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი