"ეს არის პირველი ერთი ნაბიჯი, თუნდაც ერთად დგომა, პოზიტივია" | სალომე ზურაბიშვილის მიმართვა

გამოქვეყნდა:

"ეს არის პირველი ერთი ნაბიჯი, თუნდაც ერთად დგომა, პოზიტივია" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საახალწლო მიღებაზე საუბრობს, სადაც მან ოპოზიციისა და მმართველი პარტიის წევრები მიიწვია.

ეს არ არის რაღაც არაჩვეულებრივი, ჩვეულებრივი მოვლენაა. ამავე დროს, არ დავმალავ რომ ამას აქვს თავისი მიზანი, რომელიც არის ცოტა ატმოსფეროს შეცვლა და ახალი განწყობის შემოტანა. ჩვენ ვართ განწყობის ხალხი და მნიშვნელოვანია, შეიცვალოს რაღაც ოდენობით მაინც ის განწყობა, რომელიც აწვება ქვეყანას დღეს.

ამით ახალი ჯერ არ შემოვა, მაგრამ ეს არის პირველი ერთი ნაბიჯი, თუნდაც ერთად დგომა, პოზიტივია, მგონი, პოზიტივად იქმნება აღქმული ჩვენი საზოგადოების მხრიდან, რომელიც ძალიან მძიმედ განიცდის ამ გაუთავებელ პოლარიზაციას, დაძაბულობას, რომელმაც ჩაძირა რეალურად ჩვენი ქვეყანა, გააჩერა. პრაქტიკულად არაა საკითხი, რომლის გადაწყვეტაც შეგვიძლია ამ პოლარიზაციიდან გამომდინარე, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

მისივე თქმით, თავს ვალდებულად თვლის, რომ პრეზიდენტობის დარჩენილი 3 წლის განმავლობაში შერიგების პროცესი დაიწყოს:

ის სამი წელი რაც დამრჩა, ვალდებულად ვთვლი, რომ ეს პროცესი დავიწყო. ამ პროცესზე ვიყო პასუხისმგებელი. ამის იქით, არ მაქვს არანაირი პოლიტიკური ამბიცია. მაქვს ერთი ამბიცია, რომ დავეხმარო ამ ქვეყანას, დაგეხმაროთ თქვენ და დავეხმარო საზოგადოებას, რომ დავიწყოთ ამ მდგომარეობიდან გამოსვლა...ყველა დარგი არის პოლარიზებული. დაიწყება კონსულტაციები, ყველა სფეროს მონაწილეობით, - ამბობს ზურაბიშვილი.

იხილეთ ასევე:

ევროპული მარში რესპუბლიკის მოედნიდან | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი