სახელმწიფომ 17 მაისს დაზარალებულებს 193 500 ევრო უნდა გადაუხადოს | სტრასბურგის გადაწყვეტილება 8 წლის შემდეგ

გამოქვეყნდა:

ადამიანის უფლებების ტოტალური დარღვევის კიდევ ერთი მტკიცებულება - ქართული ოცნების ხელისუფლება სტრასბურგის სასამართლომ დამნაშავედ გამოაცხადა და კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ უპრეცენდენტო ძალადობად შეაფასა 2013 წლის 17 მაისს, თბილისის ცენტრში განვითარებული მოვლენები, როდესაც რადიკალური დაჯგუფება ლგბტ თემს სასტიკად გაუსწორდა.

სტრასბურგის გადაწყვეტილებაში პირდაპირ წერია, რომ ძალოვანმა უწყებამ ვერ შეძლო საკუთარი მოქალაქეების დაცვა და მათმა უმოქმედობამ  ძალადობა კიდევ უფრო წაახალისა.

ევროსასამართლომ დღეს სახელმწიფოს დიდი ოდენობით კომპენსაციის გადახდა დააკისრა. დაზარალებულები ერთად, ჯამში ხელისუფლებისგან 193 500  ევროს მიიღებენ.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ქმნის პრეცედენტს, რომ 5 ივლისის ძალადობის ფაქტზეც ევროპული სასამართლო კვლავ დაადგენს, რომ სახელმწიფომ არ გაატარა ზომები აგრესიული ჯგუფებისგან ჟურნალისტების დასაცავად.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი