"სახეზეა მაფიოზური მმართველობის ყველა ნიშანი" - ანალიტიკოსები "გამჭვირვალობა საქართველოს" კვლევის შედეგებზე 

გამოქვეყნდა:

"სახეზეა მაფიოზური მმართველობის ყველა ნიშანი" - ანალიტიკოსები "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" კვლევის შედეგებს ეხმაურებიან. საქმე ეხება არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევის შედეგებს, რომლის თანახმადაც საქართველოში კორუფცია და ნეპოტიზმი ყვავის. ანალიტიკოსების  შეფასებით, კორუფციის არაერთი კონკრეტული შემთხევა, რომელიც საზოგადოებისთვის და მმართველი პარტიისთვის კარგად ცნობილია, წლებია დაუსჯელი რჩება. ამის მიზეზად კი, სპეციალისტები  უკანონო გარიგეგებში "ქართული ოცნების" გავლენიანი პირების მონაწილეობას ასახელებენ.

განპირობებულია იმით, რომ რეალურად, ჩვენ გვაქვს ერთი პარტიის მმართველობა, ერთი პიროვნების მმართველობა და ყველა სახეა მაფიოზური მმართველობის, ყველა ნიშანი მაფიოზური მმართველობისა არის სახეზე. ეს ყველამ კარგად იცის. ყველა უკვე საკუთარ ცხოვრებაზე და საკუთარ მდგომარეობაზე გრძნობს. რაც შეეხება გამოძიებას. ჩვენ რომ ეს კითხვა დავუსვათ შესაბამის ორგანოებს, ისინი აუცილებლად მოიყვანენ რაღაც გარკვეულ ფაქტებს იმის დადმდასტურებელს, რომ გამოძიება ხდება, მაგრამ თუ დავაკვირდებით, ეს არის ქრთამის გადაცემის რაღაცა ცალკეული შემთხვევები, - აცხადებს "შეაჩერე კორუფციას" დამფუძნებელი, ქეთი ენუქიძე. 

ოპოზიცია კი ამბობს, რომ საზოგადოება "ქართული ოცნების მხრიდან კორუფციას უკვე მიეჩვია. თბილისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, მილიარდერის პარტიის დამფინანსებელი ახლა გაჭირვებული ხალხია. 

მნიშნელოვანია, რომ ყველამ კარგად გაიგოს, მილიარდერის პარტიის დამფინანსებელი გახდა გაჭირვებული ხალხი. როგორ? ტრანზაქცია, ასე ვთქვათ, არის მარტივი, გარიგდება "ქართულ ოცნებასთან" ბიზნესმენი, მიიღებს ერთ პირთან მოლაპარაკებით ათობით მილიონ ლარს  და აი, ამ დრომდე 7 მილიარდ ლარზე მეტი აქვს "ქართულ ოცნებას" დახარჯული ტენდერის გარეშე, - ამბობს ხაბეიშვილი. 

"ქართული ოცნების" კორუფციასა და ნეპოტიზმზე ვრცლად აუდიტის არაერთ წლიურ დასკვნაშიც არის საუბარი, თუმცა ასეთი ფაქტების უმრავლესობა ამ დრომდე გამოუძიებელია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი