
სოციალური ქსელი Instagram ცვლილებებს აანონსებს - კომპანია იუწყება, რომ დაწყო ტესტირება და სავარაუდოდ, სულ მალე, მომხმარებლებს საშუალება ექნებათ და Stories-ში 60 წამის ხანგრძლივობის ვიდეოებს ატვირთავენ. ამ დროისთვის, ე.წ. "სთორიში" მხოლოდ 15-წამიანი ვიდეოს განთავსებაა შესაძლებელი.
როდის შევა ეს ცვლილებები ძალაში, ამ დროისთვის უცნობია.
ცოტა ხნის წინ, ცვლილებები განახორციელა WhatsApp-მაც და მას ახალი ფუნქცია დაემატა.