
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებამდე დამოუკიდებელი კონსილიუმის წევრები მას გორის ჰოსპიტალში კიდევ ერთხელ მოინახულებენ. ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის შეფასებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მძიმე ნევროლოგიური ფონი და ენდოკრინოლოგიური პრობლემები აღენიშნება.
ჯიშკარიანი აპირებს, შაბათს დასკვნის ის ნაწილი გაასაჯაროოს, სადაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ამჟამინდელ მდგომარეობაზეა საუბარი.
"კვლავ საყურადღებო რჩება და ძალიან მნიშვნელოვანია ნევროლოგიური მდგომოარეობა, ასევე, ენტოკრინული სტატუსი, აუცილებელია დამატებით გარკვეული გამოკვლევები. დასკვნა, რა თქმა უნდა, მზადდება, უკანასკნელი მონაცემებიც შევა ამ დასკვნაში და აღინიშნება, რომ დიაგნოსტიკა და მკურნალობა არ არის საკმარიის, არ არის შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების", - თქვა მარიამ ჯიშკარიანმა.
გუშინ მიხეილ სააკაშვილი დედამ, თანადგუნდელებმა და ადვოკტებმა მოინახულეს. მათი თქმით, ის სუსტადაა და საკვებს ვერ იღებს.