პარლამენტში დღეს იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს მოუსმენენ

გამოქვეყნდა:

დღეს, 17 დეკემბერს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე პარლამენტში მინისტრის საათზეა დაბარებული. პლენარულ სხდომაზე დასწრებას აპირებს ოპოზიციაც.

ხელისუფლების ოპონენტების მთავარი კითხვები მესამე პრეზიდენტის გარშემო განვითარებულ მოვლენებს შეეხება - კადრების გასაჯაროება, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა.

რუსთავიდან გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში სააკაშვილის გადაყვანის კადრები სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნაიშიც მოხვდა. დოკუმენტში წერია, რომ იუსტიციის სამინისტრომ და პენიტენციურმა სამსახურმა პერსონალური მონაცემების შესახებ კანონი დაარღვია და ჯარიმაც დაეკისრა.

სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი