პრემიერის შერჩეული კანდიდატურა ჩემთვისაც მისაღები იქნება - ტიკარაძე მის შემცვლელზე

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის გადამდგარი მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ისევ ამბობს, რომ არ იცის, ვინ იქნება მისი შემცვლელი. როგორც მან აღნიშნა, კანდიდატი, რომელსაც პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი შეარჩევს, მისთვისაც მისაღები იქნება. 

"მე არ მაქვს ინფორმაცია, როგორც კი ინფორმაცია გვექნება, რა თქმა უნდა გუნდი ერთობლივად გავასაჯაროვებთ. პრემიერმინისტრი იღებს ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას და შერჩეულ კანდიდატსაც ის დაასახელებს", - თქვა ტიკარაძემ.

კითხვას - დაუჭერს თუ არა მხარს არჩილ თალაკვაძეს, მან ასე უპასუხა: "პრემიერი მიიღებს გადაწყვეტილებას, და შესაბამისად ეს ადამიანი იქნება ჩემთვისაც მისაღები კანდიდატურა, რომელთანაც გავაგრძელებთ თანამშრომლობას".

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ეკატერინე ტიკარაძემ მის შემცვლელს ურჩია, შეინარჩუნოს სიმშვიდე, პრინციპულობა და იდგეს ექიმების გვერდით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი