დღეს საქართველო კიდევ ერთხელ იქცა მკვლელების ქვეყნად - მერაბ კობიაშვილის გამამართლებელ ვერდიქტს, მოკლული თაზო გორთამაშვილის ახლობლების პროტესტი მოჰყვა.
საზოგადოების გადაწყვეტილება ესეთია. დღევანდელ დღემდე მჯეროდა, რომ ადამიანის სიცოცხლეს ამ ქვეყანაში ჰქონდა რაღაცა ფასი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ისევ იმ ჭაობში ვართ და საქართველოში სიცოცხლის უფლება თურმე არ ჰქონია არავის - ამბობს მოკლული ახალგაზრდას ოჯახის წევრი გადაწყვეტილების შემდეგ.
გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილი 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა ერთხმად გაამართლა.