პროტესტი ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე - ენმ-მ ბიუჯეტის განხილვა დატოვა 

გამოქვეყნდა:

ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ბიუჯეტის განხილვისას პროტესტის ნიშნად დატოვეს. მათ სხდომაზე გამოფინეს ბანერი "თავისუფლება მიშას" და ბიუჯეტის დამტკიცება გააპროტესტეს.

მათი თქმით, 2022 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი საჯარო მოხელეების პირად კომფორტზეა მორგებული და ფინანსურ დოკუმენტში არ არის გათვალისწინებული ადგილობრივების საჭიროებები.

სხდომის დასაწყისშივე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა ხელვაჩაურის მერს პოლიტიკური პასუხისმგებლობა მოსთხოვეს გარდაცვლილი დეპუტატის ნუგზარ ფუტკარაძის საქმესთან დაკავშირებით, რადგან გავრცელებულ აუდიოჩანაწერებში სწორედ ხელვაჩაურის მერის, ზაზა დიასამიძის სახელი ფიგურირებს. ჩანაწერებში ისმის მისი მამიდაშვილის, ვაჟა თაბაგიძის ხმაც. სავარაუდოდ სწორედ ის ახორციელებდა ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლას და აიძულებდა დაეტოვებინა ოპოზიციური პარტია.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი