
გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამართლებულმა მერაბ კობიაშვილმა სასამართლო დარბაზი დატოვა. მედიასთან პირველ კომენტარში მან თქვა, რომ განზრახ მკვლელობა არ ჩაუდენია და ეს დიდი ტრაგედია იყო.
მან ნაფიც მსაჯულებს და ადვოკატებს მადლობა გადაუხადა.
"ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად ველოდებოდი, იქიდან გამომდინარე, რომ მე არ ჩამიდენია განზრახ მკვლელობა, ეს არის ძალინ დიდი ტრაგედია, რომელიც მე მხრებით უნდა ვატარო მაინც მთელი ცხოვრება, ძალინ დიდი ტრაგედიაა და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ნაფიც მსაჯულებს სწორი გადაწყვეტილებისთვის, სიმართლისთვის, მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით, ცოტა ემოციებში ვარ", - თქვა მერაბ კობიაშვილმა.
გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილი 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა ერთხმად გაამართლა. მას ბრალად განზრახ მკვლელობა და მკვლელობის მცდელობა ედებოდა.
ამავე თემაზე: