"იგეგმება დამატებით 200 კვ. კილომეტრის ოკუპაცია" | ზემო რაჭის რამდენიმე სოფელი, შესაძლოა, საოკუპაციო ხაზს მიღმა აღმოჩნდეს 

გამოქვეყნდა:

ზემო რაჭის რამდენიმე სოფელი, შესაძლოა, საოკუპაციო ხაზს მიღმა აღმოჩნდეს. რუსი ოკუპანტები ახალი მავთულხლართების გავლებას 200 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორიაზე გეგმავენ.

ოკუპანტების გეგმაზე ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა, დავით ქაცარავამ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ აქვთ მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც, დამატებით ტერიტორიების მიტაცება ზემო რაჭიდან დაიწყება და თრუსოს ხეობით დამთავრება.

"ეს არის მაქსიმალურად გაშიფრული მონახაზი, რომელიც უკვე ფაქტობრივად დამტკიცებული აქვს ე.წ. სადელიმიტაციო კომისიას. ე.წ. პრეზიდენტმა ბიბილოვმა შექმნა ეს კომისია. 17 ნოემბერს მოხდა ამ გეგმის წარდგენა. ეს გულისხმობს დამატებით 200 კვადრატული კილომეტრის ოკუპაციას. ეს 200 კვადრატული კილომეტრი იწყება ზემო რაჭიდან და ეს ნახაზები, რუკა, უკვე შედგენილი აქვთ და მთავრდება თრუსოს ხეობით. ფაქტობრივად, ოკუპანტებმა ხაზი გადმოწიეს ჯერჯერობით თეორიულად, საშუალოდ 2,5 კილომეტრით. ამ ახალი გეგმის ფარგლებში გარკვეული სოფლების ნაწილიც ყვება, ეს გახლავთ ზემო ნიქოზი, ბერშუეთი. არგაღიაზიანების პოლიტიკა ყვავის დღეს. ეს 200 კვადრატული კილომეტრი, რომელიც სინამდვილეში უდრის 200 მილიონ კვადრატულ მეტრს, უდრის 8 სოხუმს, დაახლოებით 20 ცხინვალს, აი ამ ციფრების გაჟღერების შემდეგ, ვიმედოვნებ, რომ ხელისუფლებამ შეიძლება რაღაც მაინც გააკეთოს", - თქვა დავით ქაცარავამ.

საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო მმართველი ანატოლი ბიბილოვი აპრილში არჩევნებისთვის ემზადება. მისი მთავარი დაპირება სწორედ საქართველოს კოტროლირებადი ტერიტორიებიდან 200 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიის მითვისებაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი