თბილისის საქალაქო სასამართლოში თემურ ალასანიას დაკითხავენ. მიხეილ სააკაშვილის ბიძის დაკითხვა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მას შემდეგ გადაწყდა, რაც მან შსს-ში მისვლაზე უარი განაცხადა.
ის კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, 2018 წელს დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაიკითხება.
გამოძიებას შსს-ს ცენტრალურ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით აწარმოებს.
ალასანია საქართველოში 2 დღის წინ დაბრუნდა.