თემურ ალასანიამ შსს-ში მისვლაზე უარი თქვა და მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხება- შსს

გამოქვეყნდა:

შსს თემურ ალასანიას გამოკითხვას კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში აპირებს.

როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდ შსს-ში უთხრეს, მან უწყებაში გამოცხადებაზე უარი თქვა, შესაბამისად მაგისტრატი მოსამართლის წინაშე სასამართლოში გამოიკითხება.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე გამოძიება 2018 წელს დაიწყო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გრძელდება." - აცხადებენ შსს-ში

ბიძის, თემურ ალასანიას შსს-ში დაბარების შესახებ ინფორმაცია დღეს მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი