პარლამენტში, "მინისტრის საათის" ფორმატში დღეს რატი ბრეგაძეს უნდა მოუსმინონ. ის საკანონმდებლო ორგანოში ცოტა ხნის წინ მივიდა.
სხდომათა დარბაზში შესვლამდე მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს:
"მიხეილ სააკაშვილის წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე არაფერს იტყვით?!" "რუსთავში ამზადებთ თუ არა, რომ გადაიყვანოთ?" "პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, როგორც მინიმუმ, ვერ ხედავთ?"
რატი ბრეგაძემ ყველა კითხვა უპასუხოდ დატოვა.
მიუხედავად ამისა, მინისტრს მაინც მოუწევს კრიტიკულ კითხვებს უპასუხოს, რადგან ოპოზიციონერი დეპუტატები მიხეილ სააკაშვილზე კითხვების დასმას პლენარულ სხდომაზე აპირებენ.