მკვლელი გაამართლეს, ის იყო ნამდვილად, განზრახ მკვლელი, მაგრამ მაგას იმდენი კაცი იცავდა, იმდენი ხალხი ჰყავს, რომ ჩვენ იმასთან ნოლები ვართ - თქვა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, მოკლული თაზო გორთამაშვილის დედამ, ნაფიცი მსაჯულების მიერ, გამამართლებელი ვერდიქტს გამოტანის შემდეგ.
12-მა ნაფიცმა მსაჯულმა დღეს ერთხმად თქვა, რომ მერაბ კობიაშვილი განზრახ მკვლელობაში უდანაშაულოა.
საქმის პროკურორის თქმით, კი ბრალდების მხარემ ყველაფერი გააკეთა, რათა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთვის სიმართლე დაენახებინა.
რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა ეს არის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაწყვეტილება, საბოლოოდ მათ უნდა მიეღოთ ის გადაწყვეტილება, რომელსაც თვითონ თვლიდნენ სწორად - თქვა პროკურორმა საქმის დასრულების შემდეგ.
ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.