სამეგრელოს სამ მუნიციპალიტეტში საკრებულოს სხდომები ისევ ჩაიშალა

გამოქვეყნდა:

სამეგრელოს სამ მუნიციპალიტეტში საკრებულოს სხდომები ისევ ჩაიშალა. წალენჯიხა ისევ საკრებულოს თავმჯდომარის გარეშეა.

სხდომის დაწყებამდე გიორგი გახარიას პარტიაში ამბობდნენ, რომ საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე თავის კანდიდატს დაასახელებდნენ, თუმცა მოულოდნელად, გადაწყვეტილება შეცვალეს.  

და კიდევ ერთი მუნიციპალიტეტი, სადაც პოლიტიკური კრიზისია, ზუგდიდია. სხდომა ჩაიშალა სენაკშიც.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ პროცესის გაჭიანურება გახარიას პარტიასა და "ქართულ ოცნებას" შორის პოლიტიკური თანხმობით ხდება და ამით მოქალაქეები ზარალდებიან.

შეგახსენებთ, რომ  წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც მერის არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა. მუნიციპალიტეტში ამ დრომდე არაა არჩეული საკრებულოს თავმჯდომარე და შესაბამისად, ვერც ბიუჯეტის დამტკიცება მოხერხდა. შექმნილი ვითარების გამო, წალენჯიხაში ყველა პროექტი შეჩერებულია.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი