კასპის საკრებულოს თავმჯდომარემ ხელფასი 4 500 ლარამდე გაიზარდა

გამოქვეყნდა:

ოპოზიცის დემარშის ფონზე, მარტო დარნჩენილმა მმართველი პარტიის დეპუტატებმა კასპში ხელფასები გაიზარდეს. ხმაურისა და პროტესტის მიუხედავად, კასპის მერის შენობის კარი კრიტიკული მედიისთვის ახალარჩეული მერის ბრძანდებით ჩაკეტეს.

კასპის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ამიერიდან 2500 ლარის ნაცვლად 4500 ლარს აიღებს.

კასპის მერიასთან სამართალდამცველები რამდენიმე საათის განმავლობაში იყვნენ მობილიზებული.

საკრებულოს დეპუტატები ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტებს შორის კასპში ყველაზე დაბალი ხელფასები იყო, ახლა კი სხვა რეგიონებს გაუთანაბრდნენ - "ხელფასები არ გაზრდილა, უბრალოდ დავეწიეთ დანარჩენ რეგიონებს" ამბობს ერთ-ერთი დეპუტატი.

მედიის არშეშვების მიზეზად ადგილობრივმა მაღალჩინოსნებმა კორონავირუსი და პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციები დაასახელეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი