
სისუსტე არის ძალიან ცალსახა, ამ 2 კვირის განმავლობაში შეიძლება უფრო სუსტადაც კი არის ვიდრე რაც მე ვნახე - განაცხადა "დროას"ლიდერმა ელენე ხოშტარიამ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ.
ხოშტარიას თქმით, მესამე პრეზიდენტის მძიმე მდგომარეობა იმ ტრავმასთანაა დაკავშირებული, რომელიც მან სახელმწიფოს ქმედებების გამო მიიღო და ამას ადასტურებს სამედიცინო დასკვნებიც:
"აქვს კვების პრობლემები, რაც ჩემთვის ნაცნობია, იმიტომ რომ რთულია შეჩვევა ჭამის და ამ პირობებში, რა თქმა უნდა, მას კიდევ უფრო უჭირს...
მისი განწყობა იქნება ეს, თუ სისუსტე თუ ა.შ. არის კონკრეტულად დაკავშირებული იმ ტრავმასთან რომელიც მან მიიღო მათ შორის სახელმწიფო ქმედებების გამო." ამბობს ხოშტარია.
რაც შეეხება საუბრის თემას. ხოშტარიას თქმით, ისაუბრეს პოლარიზაციის დაძლევის აუცილებლობაზე, მშვიდობიანი პროტესტის მნიშვნელობაზე, პოლიტიკურ სასამართლო დავებსა და სალომე ზურაბიშვილის მხრიდან წამოსულ ინიციატივაზე. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით, როგორც ხოშტარია ამბობს, მესამე პრეზიდენტს მოლოდინიც აქვს და არა მხოლოდ საკუთარ თავთან მიმართებაში - მას კარგად ესმის რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის მსგავსი ტონალობით და სულისკვეთებით საუბარი - თქვა ელენე ხოშტარიამ.
"დროას" ლიდერმა მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში უკვე მეორედ მოინახულა