
ივანიშვილს არ სჭირდება ეს, როგორც საკუთარი შემოსავალი, მე ესე მწამს, თუმცა შეიძლება ვცდები - ამბობს გიორგი ქობულია "დღის სტუმარში" ე.წ. სქემისტებზე საუბრისას.
ეკონომიკის ყოფილი მინისტრის მტკიცებით, ივანიშვილს შეეძლო საქართველოს მთავრობაში არსებულ კორუფციულ სქემებთან დაკავშირებული სიტუაციის გამოსწორება, მაგრამ მან ეს არ გააკეთა.
მას ჰქონდა უნიკალური საშუალება, როგორც უკვე შემდგარ და საკმაოდ დიდი შესაძლებლობების მქონე ადამიანს, რომელსაც არ სჭირდება შემოსავლები. მას ჰქონდა დიდი საშუალება, რომ ეს სიტუაცია გაესწორებინა, ამიტომ ვაპელირებდი ამაზე და მივმართავდი, მაგრამ ვერ მოხდა, - ამბობს გიორგი ქობულია.
მისი თქმით, ეს არის გავრცელებული მრწამსის დონეზე, რომ ასე უნდა იყოს და რომ მსოფლიო ასე მუშაობს.
მოსამართლე იმისია, რომ უნდა იყოს კორუმპირებული, და თუ მე არ შევეკარი, ჩემი მტერი შეეკვრება, ეს არის მათი მრწამსი, - ამბობს ყოფილი ეკონომიკის მინისტრი.