სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მასპინძლობს.
სტუმრებს შორის არის საქართველოში აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.
ღონისძიების დაწყებამდე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და საგარეო საქმეთა მინისტრს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ღონისძიება მედიისთვის დახურულია. პრესსამსახურს მიღების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია
შეხვედრის პარალელურად სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან სამოქალქო აქტივისტები შეიკრიბნენ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოეთხოვათ, სწორედ მათი შეკრების გადასაღებად იყო ადგილზე მისული "მთავარი არხი" რა დროსაც გაირკვა, რომ ზურაბიშვილი რიგით მეორე საახალწლო მიღებას მართავდა.