იუსტიციის მინისტრმა პარლამენტში თქვა, რომ მას შემდეგ, რაც იქნება შესაბამისი სამედიცინო დასკვნა, მიხეილ სააკაშვილს რუსთავში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის N12 დაწესებულებაში გადაიყვანენ.
ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს კონსტიტუციას, რომლის მე-11 მუხლის თანახმადაც ყველა ადამიანი თანასწორია სამართლის წინაშე და შესაბამისად, განსხვავებული მიდგომა ვერ გვექნება ვერავისთან მისი ყოფილი სტატუსიდან გამომდინარე, ვინც არ უნდა იყოს, იქნებოდა ის ყოფილი პრეზიდენდეტი, თუ ნებისმიერი თანამდებობის პირი ამ ქვეყანაში, ყველა არის კანონის წინაშე თანასწორი და ბუნებრივია, ჩვენ მარადჟამს ვიქნებით ამ პრინციპის დამცველი...
მას შემდეგ, რაც ჩვენ გვექნება შესაბამისი სამედიცინო დასკვნა და სამედიცინო პერსონალის თანხმობა, ის გადაყვანილი იქნება, როგორც უკვე მრავალგზის განვაცხადეთ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის N12 დაწესებულებაში - რუსთავში, სადაც თავიდან იყო შესახლებული, - თქვა რატი ბრეგაძემ.
შეგახსენებთ, რომ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამ დრომდე გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობს.
იხილეთ ასევე: