"სქემისტები" გაკეთებული საქმეებით ტრაბახობდნენ - ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ქობულია

გამოქვეყნდა:

ყველაზე სამწუხაროა, რომ ხალხი, ვინც ამ "სქემებში" მონაწილეობს, დადიან და ტრაბახობენ, რომ ჩვენ აი მაგარი, ჯიგრული ბიჭები ვართ და ასეთ სქემებს ვატრიალებთ - მთავრობის მიერ "გაჩარხულ" "სქემებზე" საუბრისას განაცხადა ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ გადაცემაში "დღის სტუმარი".

ყოფილი მინისტრის თქმით, ე.წ. სქემისტები ყველა სახელმწიფო სექტორში არსებობენ და მათ არ აწყობთ არანაირი პროგრესულ რეფორმის გატარება, რადგან რეფორმის შედეგად მათი აწყობილი კორუფციული სქემები იშლება.     

საუბარია მიკერძოებულ გარიგებებზე, რომლებსაც მთავრობის წევრები და მათთან დაახლოებული პირები თუ კომპანიები ახორციელებენ. ქობულიას თქმით, ეს სქემები სამი ძირითადი მიმართულებით აზარალებს ქვეყანას: ფულის არასწორად ათვისება, რეფორმების წინააღმდეგობა და ხალხის დემოტივაცია. 

მე ვადასტურებ, რომ არის სქემების მსგავსი მიკერძოებული გარიგებები. ადამიანი თუ რაღაცას მიკერძოებულად აკეთებს, კიდევაც თუ ამაში პირდაპირ სარგებელს არ ნახულობს და რაღაც ირიბ სარგებელს ნახულობს, ეს უკვე კორუფციაა. მე ამ პრობლემას გამოვყოფ, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანს, ე.წ. სქემისტებს, - აცხადებს გიორგი ქობულია.

ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ კონკრეტული სახელების დასახელება ზედმეტია, რადგან ისედაც ყველამ იცის, ვიზეა საუბარი. 

ქობულია ოპოზიციას ურჩევს, რომ ამომრჩევლის ყურადღება რეალურ პრობლემებს მიაქციონ, რაშიც სწორედ ამ კორუფციულ სქემებზე მეტ საუბარს გულისხმობს.  

ქობულიას თქმით, საქართველოს მთავრობას აქვს ოთხი ძირითადი პრობლემა: დაბალკვალიფიცირებული და დემოტივირებული სახელმწიფო მანქანა და ჩამოშლილი პრემიერის ვერტიკალი; მიკერძოებული გარიგებებები და სახელმწიფო სტრუქტურტებში და კომპანიებში, ე.წ. სქემები; რეპუტაციულად მძიმედ დაზიანებული სასამართლოს სისტემა, რაც ხელს გვიშლის შემოვიყვანოთ უცხოელი ინვესტორი და აბსოლუტურად ჩამოშლილი საგარეო პოლიტიკა, როგორც დასავლეთის ბლოკის, ისე რუსეთის მიმართულებით.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი