საოკუპაციო რეჟიმმა, უკანონოდ დაკავებულ მამუკა ჩხიკვაძეს 2 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას ინფორმაციას ადასტურებს სუს-ი.
ჩხიკვაძის გატაცების შესახებ ინფორმაცია ცნობილი 12 დეკემბერს გახდა.
ის რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს.
არის ეჭვი, რომ ის ნაცემია, რადგან "მთავარის" ინფორმაციით, ოკუპანტებს ის "შავ სიაში" ყავთ შეყვანილი, როგორც ძალოვანი უწყების ყოფილი თანამშრომელი.