"მთავარის" ინფორმაციით, ღარიბაშვილი ივანიშვილს ხვდება

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ექსკლუზიური ინფორმაციით, ამ წუთებში, პრემიერი ღარიბაშვილი ქვეყნის არაფორმალურ მმართველს, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს ხვდება. 

ცნობილია, რომ ხვალ დილით საქართველოს პრემიერი მთავრობას და საზოგადოებას წლის ანგარიშს წარუდგენს. სავარაუდოდ, სწორედ ამ ანგარიშს უკავშირდება ღარიბაშვილ-ივანიშვილის დღევანდელი შეხვედრა.

დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი