თუ პოლიტპატიმარი რურუა დატოვებს საპყრობილეს, მხარს დავუჭერთ საკონსტიტუციო ცვლილებებს - ოპოზიცია

გამოქვეყნდა:

„სამართლებრივი ფიასკოს ფონზე, მიმდინარეობს მიზანმიმართული სახელისუფლებო კამპანია გიორგი რურუას დისკრედიტაციის მიზნით“, - ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებაში ხელისუფლებას რვა მარტის შეთანხმების შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ.

ხელისუფლების ოპონენტები მზად არიან მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს, თუ გიორგი რურუა საპატიმროს დატოვებს.

რვა მარტის შეთანხმება რომ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების ნაწილსაც შეიცავდა, ამაზე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ნუგზარ წიკლაური საუბრობს. მისივე თქმით, შეხვედრებს ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საკონსტიტუციო ცვლილებებს იმ შემთხვევაში თუ შესრულდება შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა პუნქტი... თუკი შეთანხმება ეს შეთანხმება და თუკი პოლიტპატიმარი გიორგი რურუა დატოვებს საპყრობილეს, ჩვენ მხარს დავუჭერთ საკონსტიტუციო ცვლილებებს. მანამდე, ეს იქნება ცხადი ნიშანი, თუკი მას არ გამოუშვებენ, რომ სასამართლო ხელისუფლება კვლავ არის პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ, - განაცხადა წიკლაურმა.

რვა მარტის შეთანხმების დეტალებზე კიდევ ერთხელ საუბრობენ „ევროპულ საქართველოშიც“. ლევან თარხნიშვილის თქმით, შეთანხმება საარჩევნო სისტემის ცვლილებას და პოლიტპატიმრების გამოშვებას მოიცავს.

ასეთად რვა მარტის შეთანხმების თანახმად, მოაზრებულია გიორგი რურუაც და შესაბამისად, აბსულუტურად მიუღებელია ის პროპაგანდა, რომელიც დაიწყო ქართულმა ოცნებამ და მითუმეტეს მიუღებელია სპეკულაციები აამ საკითხზე, თითქოს რვა მარტის შეთანხმება არ ითვალისწინებდა გიორგი რურუას გათავისუფლებას, - განაცხადა თარხნიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ელჩების შუამავლობით გამართული დიალოგი რვა მარტს შეთანხმებით დასრულდა. პროცესის ფასილიტატორების განმარტებით, მოლაპარაკება ორი ნაწილისგან შედგება - ერთი ფოკუსირებულია საარჩევნო სისტემაზე, მეორე კი, ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი