
"გაიშნიკი" - ამ სახელწოდებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება. აქცია 15:00 საათზეა დაანონსებული.
აქციის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანება "მიშას სექტორია".
"აქციის მთავარი მიზანია: დავანახოთ საზოგადოებას, როგორ გადაიქცა პოლიცია-მილიციად, როგორ იქცა პოლიტიკურ ინსტრუმენტად და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დაცვის სამსახურად. აქციის მთავარი მიზანია! თავისუფლება პრეზიდენტ სააკაშვილს", - ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.