პირბადის გარეშე გადაადგილების შემთხვევაში მოქალაქეები 20 ლარით დაჯარიმდებიან

გამოქვეყნდა:

20-ლარიანი ჯარიმა პირბადის გარეშე გადაადგილებისთვის - მმართველმა გუნდმა კანონი დაამტკიცა. 20 ლარით დაჯარიმდებიან მოქალაქეები, რომლებიც დახურულ სივრცეში, საზოგადოებრივ ტრანსპორტიში, მანქანაში და სამარშუტო ტაქსში პირბადის გარეშე იმგზავრებენ. 

მმართველი გუნდის ინიცირებულ კანონპროექტს ოპოზიციაში ეხმაურებიან. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ჯარიმის გადახდას მძიმე ფინანსურ კრიზისში მყოფი მოქალაქეები ვერ შეძლებენ. მათივე შეფასებით, მთავრობის მთავარი ამოცანა პანდემიის პერიოდში არა ჯარიმების დაწესება, არამედ პირბადის ფასის შემცირება უნდა ყოფილიყო.

პირბადე, აი ეს ღირს ლარნახევარი. ერთი პირბადე ღირს ერთი პურის ფასი, თანაც ეს არის ერთჯერადი მოხმარების. მრავალჯერადი მოხმარების პირბადე ღირს, ალბათ, ათი პურის ფასი. ამიტომ, როდესაც ახდენენ სუბსიდირებას საკუთარი სამშენებლო კომპანიების და ათეულ მილიონებს იხდიან, კეთილი ინებონ და სანამ დააჯარიმებენ, უზრუნველყონ სოციალურად დაუცველები და შემოსავლების არმქონე ადამიანები პირბადეებით, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძე. 

პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ჯარიმა კვირის ბოლოდან ამოქმედდება. ჯარიმა იურიდიული პირებისათვის 500 ლარით, ხოლო ფიზიკური პირებისთვის 20 ლარით განისაზღვრა. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი