დიპლომატიური სკანდალი მეგობარ ესტონეთთან - მას შემდეგ, რაც გაირკვა რომ ესტონელ დიპლომატებს სუს-ი უსმენს და გამოჟონილი ჩანაწერების შინაარსი თავად დიპლომატებმაც დაადასტურეს, ეს ქვეყანა მეოთხე თვეა გამოძიების შედეგებს ელოდება.
ირკვევა რომ ბრიუსელში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს ესტონეთის პრემიერმა მცირე აღმზრდელობითი გაკვეთილი ჩაუტარა - რას ნიშნავს მოკავშირეობა საერთაშორისო არენაზე და კატეგორიულად მოითხოვა დიპლომატების უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის ფაქტების გამოძიება.
აქვე უნდა გავიხსენოთ ესტონეთის დაზვერვის სამსახურის ანგარიშიც, სადაც დეტალურადაა განხილული საქართველოში მოქმედი პრორუსული ჯგუფების საქმიანობა და მათ შორის დეტალურადაა გაშიფრული ცალკეული აგრესიული პოლიტიკური ჯგუფების კრემლიდან დაფინანსების სქემაც. ამავე დროს, სუს-ი, 2020 წლის ანგარიშში ტერმინს ჰიბრიდულ ომი - საერთოდ არ ახსენებს.