ბათუმის მდიდარი ვიცე-მერი - ლევან დავითაძის კავშირები და ქონება

გამოქვეყნდა:

2 ბინა ბათუმში, ვილა ზღვასთან ახლოს და მშენებარე საცხოვრებელი კორპუსი ქალაქის ცენტრში - ბათუმის ახალი ვიცე- მერის შთამბეჭდავი ქონება კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ მისი დაგროვება დროის ძალიან მოკლე პერიოდში მოხდა.

მას შემდეგ რაც თორნიკე რიჟვაძის მეგობარი სხვადასხვა მუნიციპალურ თანამდებობებზე დაინიშნა, ნეპოტიზმის შესახებ გაჩენილ შეკითხვებს კიდევ უფრო ამძაფრებს ის გარემოება, რომ მაგალითად კორპუსის მშენებლობაზე ნებართვა დავითაძის ოჯახს მისივე მეგობარმა, ქალაქის მერმა მისცა. უკვე დაწყებული პროექტი კი ვიცე მერმა შს ყოფილ მინისტრს, ლექსო ჭიკაიძეს მიყიდა. კიდევ ერთ უეცრად გამდიდრებულ ჩინოვნიკს.

ვიცე -მერობამდე ლევან დავითაძე  ბათუმის წყლის დირექტორი იყო, მისი  გამდიდრების ხანა სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება. 

2016 წლამდე ბათუმის ვიცე- მერს საკუთარი ბინა არ ჰქონდა. 2020 წლისთვის კი დეკლარაციაში უკვე სამი ძვირადღირებული სახლი ჰქონდა, ორი ბათუმის ცენტრში, ერთი კი  ქალაქის განაპირას, რომლის აშენებაც თითქმის ნახევარი მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა. რა შემოსავლებით შეძლო ოცნების მაღალჩინოსანმა  შთამბეჭდავი ქონების შეგროვება არავინ იცის, ამ კითხვაზე პასუხი არც მის დეკლარაციაშია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი