პარლამენტში შეიქმნას მიხეილ სააკაშვილის წამების გამოსაძიებელი კომისია - დეკანოიძის ინიციატივა

გამოქვეყნდა:

ხატია დეკანოიძე გამოდის ინიციატივით, პარლამენტში შეიქმნას კომისია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის შესაძლო წამების ფაქტებს გამოიძიებს. დეკანოიძის თქმით, ამასთან დაკავშირებით მას კოლეგებთან კონსულტაციები ექნება

"მინდა ჩემს კოლეგებთან კონსულტაციები მქონდეს, რათა პარლამენტში შეიქმნას მიხეილ სააკაშვილის წამების გამოსაძიებელი კომისია, რომელიც დეტალურად დაადგენს, დოკუმენტირებულად, იმას, თუ რა მოხდა და რასთან გვქონდა საქმე. მე ვფიქრობ, ეს დოკუმენტაცია და ეს დასკვნაც უნდა გაეგზავნოს ყველა იმ საერთაშორისო ინსტიტუტს" განაცხადა ხატია დეკანოიძემ მთავარი არხის ეთერში, გადაცემა "მთავარ დებატებში" საუბრისას და აღნიშნა, რომ ამ თემაზე მიხეილ სააკაშვილთანაც ისაუბრა.

შეგახსენებთ, "ემპათიას" შემაჯამებელი დასკვნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ გასაჯაროვდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი