მმართველ გუნდში გაჩენილ ბზარებს "ოცნების" ლიდერები უკვე საჯაროდაც ვეღარ მალავენ. დღეს ქართული ოცნების გრანდიოზულ ღონსიძიებაზე, რომელიც უფრო ღარიბაშვილის გამოსამშვიდობებელ საღამოს ჰგავდა, დემონსტრაციულად არ დაპატიჟეს სალომე ზურაბიშვილი.
როგორც ჩანს, მმართველ პარტიას ეშინია, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი არ შეიწყალოს. არადა ამ ნაბიჯის გარეშე ეროვნული თანხმობისა თუ სახალხო შერიგების დაწყება პრაქტიკულად წარმოუდგენელია.
ღარიბაშვილს თანხმობა და ეროვნული ერთობა დღეს ერთხელაც არ უხსენებია, სამაგიეროდ ირიბად ისევ დასავლეთს დაემუქრა - ახლა უკვე ღიად ლუკაშენკოს სტილში.
საჯარო ბზარებით ნათელი ხდება რომ მთავრობის შემადგენლობიდან მალე წასვლა მოუწევთ ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს და ოცნების კულუარებიდან გამოიკვეთა ოლიგარქის ახალი ფავორიტი პრემიერის თანამდებობაზე.
მართალია შეკრებას ესწრებოდა, მაგრამ ეკატერინე ტიკარაძისთვის ღარიბაშვილმა ვერც ერთი სამადლობელი სიტყვა ვერ გაიმეტა.