
პაკისტანში, საპორტო ქალაქ კარაჩიში, ბანკის შენობაში აფეთქებას სულ მცირე 14 ადამიანი ემსხვერპლა.
BBC -ის ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვებას მოჰყვა. გამოცემის ცნობითვე, ნანგრევებში მოყოლილია რამდენიმე ადამიანი, რის გამოც, შესაძლოა, გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდოს.
დაზიანებულია ასევე ბანკის მიმდებარედ შენობები და ტერიტორიაზე მდგარი ავტომანქანები.
გამოძიება შემთხვევის მიზეზების დასადგენად მუშაობს