დამანგრეველი სტიქია ფილიპინებში - ქვეყანას ტაიფუნმა გადაუარა, არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

ფილიპინებში, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუნძულებს, ტაიფუნმა "რაიმ" გადაუარა. BBC -ის ინფორმაციით, დამანგრეველმა ქარიშხლმა 31 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ათობით კი დაკარგულად ითვლება. ქარის სიჩქარე დაახლოებით 195 კმ/სთ აღწევდა. 

სტიქიამ დაანგრია ელექტრო ბოძები, ამოძირკვა ხეები და სამი მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.

დანგრეულ რეგიონებში ამ დროისთვის სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. სტიქიამ ფილიპინებს 400 მილიონი დოლარის ოდენობის ზარალი მიაყენა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი