
დამანგრეველი ქარიშხალი ფილიპინებში - ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 75-მდე გაიზარდა, ათობით ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუნძულებს ტაიფუნმა "რაიმ" გადაუარა. ქარის სიჩქარე დაახლოებით 195 კმ/სთ აღწევდა. ქარიშხალმა დაანგრია ელექტრო ბოძები, ამოძირკვა ხეები. დაახლოებით სამი მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
სტიქიის ზონაში სამაშველო სამუშაოები გრძელდება. წინასწარი მონაცემებით, სტიქიამ ფილიპინებს 400 მილიონი დოლარის ზარალი მიაყენა.