ბაღდადში, აშშ-ის საელჩოს ორი რაკეტა ესროლეს

გამოქვეყნდა:

ერაყის დედაქალაქში, ბაღდადში, აშშ-ის საელჩოს მიმართულებით ორი რაკეტა ისროლეს - ინფორმაციას FoxNews ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ერთი რაკეტა ამერიკელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს, მეორე კი საელჩოს შენობასთან დაიკარგა. აშშ-ის თავდაცვის ძალების განცხადებით, რაკეტა აშშ-ს C-RAM (რაკეტსაწინააღმდეგო და ანტისარაკეტო) თავდაცვის სისტემის მეშვეობით ჩამოაგდეს. 

The Jerusalem Post წერს, რომ რაკეტა საელჩოს ტერიტორიაზე, მწვანე ზონის მახლობლად დიდი სადღესასწაულო მოედნის მიმდებარედ ჩამოვარდა, რამაც ორი სამოქალაქო მანქანა დააზიანა. 

აშშ-ის საელჩო ერაყის დედაქალაქის დაცულ მწვანე ზონაში მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი