"მიუღებელი წინადადებების შემოთავაზებით რუსეთი „ომის საბაბს“ ქმნის" | სენატორი ჯიმ რიში

გამოქვეყნდა:

"მიუღებელი წინადადებების შემოთავაზებით რუსეთი "ომის საბაბს" ქმნის" - ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის გავლენიანი რესპუბლიკელი წევრი ჯიმ რიში საუბრობს. რიშის ეს განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრიუსელსა და ვაშინგტონს მოუწოდა, რომ არ დაუშვან ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება და მასში ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიღება.

სენატორმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ნატოს ყველა წევრი ქვეყნის ლიდერებს მოუწოდა, რომ უარყონ რუსეთის მოთხოვნები, თუმცა რიში აცხადებს, რომ ალიანსი მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ პუტინი შეეცდება ეს უარი სამხედრო აგრესიის საბაბად გამოიყენოს.

"რუსეთის მთავრობის მიერ შეერთებული შტატებსა და ნატოს მიმართ გაკეთებული შეთავაზება დიპლომატიის შეურაცხყოფაა. ისინი ცდილობენ, რომ ჩვენ დავასრულოთ ის კრიზისი, რომელიც თავად რუსეთმა შექმნა...

რუსეთის ფედერაციაა გაცნობიერებული აქვს, რომ შეუძლებელია იმ წინადადებების მიღება, რომელიც მან წამოაყენა. ეს მოთხოვნები ეწინააღმდეგება არა მხოლოდ ნატოს ხელშეკრულების პრინციპებსა და სულისკვეთებას, არამედ ნატოს 30-ვე სუვერენული ქვეყნის მიერ მიღებული შეთანხმების კონკრეტულ ტექსტს. აშკარაა, რომ რუსეთი ცდილობს ომის საბაბი შექმნას. პუტინმა იცის, რომ აშშ და მისი 29 ნატოელი მოკავშირე არ აწარმოებენ და არც შემდგომში გამართავენ მოლაპარაკებებს უკრაინის მსგავსი სუვერენული სახელმწიფოების მომავალზე, რომლებსაც თავად უნდა შეეძლოთ საკუთარი არჩევანის გაკეთება...

ბაიდენის ადმინისტრაციამ და ყველა ჩვნემა ნატოს მოკავშირემ სწრაფად და ცალსახად უნდა უარყოს რუსეთის მოთხოვნები. ჩვენ ასევე მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ პუტინმა ეს შესაძლოა გამოიყენოს, როგორდ უკრაინაში შეჭრის და სამხედრო ძალების გამოყენების საბაბი. კონგრესმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უნდა იმოქმედოს, ეს არ უნდა დავუშვათ", - თქვა ჯიმ რიშმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი